თქვენი სახლი უნდა იყოს მყუდრო, კომფორტული, დაცული, ტრანსპორტით ადვილად მისადგომი, პარკინგით უზრუნველყოფილი, შეესაბამებოდეს თქვენი ცხოვრების სტილს, თანამედროვე, ახალ სტილს ...

ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა შეგვიძლია გითხრათ, რომ არბი რეზიდენსი თქვენს მოთხოვნილებებს სრულად ერგება. და კიდევ, მთავარი, არ უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა. ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ. არბი რეზიდენსი დიდუბეში თქვენთვის იქმნება.

 

ბინები

სინათლე და სითბო აუცილებელია თქვენი ბინისთვის. სახლი ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინა იღებს მზის სხივების აუცილებელ რაოდენობას, ხოლო ფასადის თბოიზოლაციის დახმარებით ზამთარში თქვენი ბინის გათბობის ხარჯებს მინიმუმამდე დაიყვანთ. ყველა ბინას აქვს იმ ზომის აივანი,  რომ აივანზე დროის გატარება ცხოვრების წესად აქციოთ.

 

 

ფასადი

საკუთარ სახლზე სიამაყით უნდა თქვათ, ეს ჩემი სახლია! ბუნებრივი ქვის ფასადი თქვენს სახლს ნამდვილად გამოარჩევს და დროსაც კარგად გაუძლებს.

 

ხანძარსაწინააღმდეგო სიტემები

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.

 

მიწისქვეშა ავტოფარეხი

პარკიგნის პრობლემა ქალაქში სულ უფრო მწვავედ დგას. თქვენ ეს არ შეგაწუხებთ. სახლს აქვს ორდონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხი 42 ავტომანქანისთვის. ასევე, სახლის წინ 20 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომია მანქანის დროებით გასაჩერებლად.

 

მდებარეობა

რამდენიმე წუთის სავალზე დიდუბის, გოცირიძისა და წერეთლის მეტროს სადგურებიდან, სანაპიროს მთავარ სატრანსპორტო არხთან ორასიოდე მეტრში, წერეთლის გამზირიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით - თქვენ ქალაქის შუაგულში იმყოფებით და იდეალურად ხართ ქალაქის ყველა ნაწილთან დაკავშირებული. რაც ასევე მნიშნელოვანია თქვენი კომფორტისთვის, სახლის მდებარეობა აგარიდებთ ტრანსპორტით გამოწვეულ ხმაურს.

 

უწყვეტი განათება

სადარბაზოებსა და ავტოფარეხში დამონტაჟდება სენსორული განათება.

 

კეთილმოწყობილი ეზო

თქვენს განკარგულებაში იქნება 700 კვადრატული მეტრი ფართობის დაცული, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო .